მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთეულ შტატებში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიას დაესწრება, სადაც სესიის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგება.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. მათ შორის, დაესწრება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტს და სამართლიანობისა და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ მიღებას; ასევე დაესწრება 2013 წლის კონკორდიას სამიტის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მიწვეულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით იმართება.