"რაც ახლა საოკუპაციო ხაზთან ხდება, წინა ხელისუფლების მძიმე შეცდომების შედეგია"

ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ ჩხეიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც დვანში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას ხელისუფლების "მაამებლურ პოლიტიკას" უკავშირებს. 

"განცხადებები, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაისმის, ცინიკურია, რამდენადაც იმის მიზეზი, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცნება და ადმინისტრაციული საზღვარი გაჩნდა, რომელიც ახლა ოკუპირებულია, ის არასწორი პოლიტიკა და მძიმე შეცდომებია, რომელიც იმ ხელისუფლებამ დაუშვა, რომლის წარმომადგენლები ახლა რატომაღაც, ბედავენ და ხმამაღლა ლაპარაკობენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

დვანში ოკუპანტენბმა მავთულხლართების გაბმის პროცესი დღეს განაახლეს. შედეგად, საოკუპაციო ხაზს მიღმა დამატებით, 500-მდე მეტრი ფართობი მოექცა.