საქართველოში 27 სექტემბრიდან გამოიდარებს

საქართველოში 27 სექტემბრიდან გამოიდარებს

განსაკუთრებით წვიმიანი და გრილი ამინდია მოსალოდნელი 25 სექტემბერს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ტემპერატურა ამ დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით, 18 გრადუსამდე დაეცემა. 

როგორც "პირWელს" ამინდის ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან ისევ დათბება.