პრემიერმა სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

პრემიერმა სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადება პრემიერმა სოფელ კაკაბეთში საჭიდაო მოედნის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ივანიშვილმა ადგილობრივებს მოედნის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველების ჭიდაობა მსოფლიოში ცნობილია. 

ამ წუთებში მოედანზე საჩვენებელი შეჯიბრი მიმდინარეობს. მოედანს მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის, უშანგი კუზანაშვილის სახელი დაერქვა.
დღესვე ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად ლურჯი და წითელი საჭიდაო ჩოხები გადასცეს, წარწერით "ბიძინა ივანიშვილი ".