დვანში ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 600 მეტრით გადმოსწიეს

დვანში ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 600 მეტრით გადმოსწიეს

სოფელ დვანში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ზაზა კოპაძემ განაცხადა, რუსმა სამხედროებმა დღეს დილიდან განაახლეს მავთულხლართების გაბმა და ე.წ. საზღვარი 600 მეტრით გადმოსწიეს. მისივე განმარტებით, დვანში ეს პროცესი ერთ თვეზე მეტი შეჩერებული იყო, თუმცა დღეს დილიდან განაახლეს.

ზაზა კოპაძის ინფორმაციით, დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშ შორის ქარელის გამგებელი ზაზა გულიაშვილი. რაც შეეხება კითხვას, იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები, ზაზა კოპაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია დილით გაჟღერდა და შესაბამისად ჯერ არავინ მისულა.