გაიმართა შეხვედრა თბილისის სასწავლო უნივერისიტეტის რექტორს, პროფესორს სოლომონ პავლიაშვილსა და ეიხშტატის უნივერსიტეტის პროფესორს, ტურიზმის კათედრის გამგეს, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს ეჰლარდ პეხლანერს შორის. საუბარი შეეხო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების გცვლას, ასევე ორმაგი ხარისხის მინიჭების შესაძლებლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი სემესტრი (მესამე -30 კრედიტი) გაიარონ გერმანიაში.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიენიჭებათ ორმაგი ხარისხი, რაც ქართული უმაღლესი განათლების სივრცეში არცთუ ხშირი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ 20 სექტემბერს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა, რაც უფრო მეტად ზრდის სამაგისტრო პროგრამების არჩევის შესაძლებლობას