კენიაში სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს

კენიაში სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს

კენიის დედაქალაქ ნაირობის სავაჭრო ცენტრში თავდასმის შედეგად, 20 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კენიის "წითელი ჯვრის" ბიურო ავრცელებს. ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრ "უესტგეითიდან" რამდენიმე ადამიანი ვერ გამოდის.

არსებული ინფორმაციით, ეს იყო შეიარაღებული ყაჩაღობა, მაგრამ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რადგან სამხედრო დაჯგუფება "ალ-შაბაბი" დაიმუქრა, რომ ცენტრს თავს დაესხმებოდა. ისინი კენიას სომალში ჯარის გაგზავნის გამო ეწინააღმდეგებიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია.
სამართალდამცავებმა ალყა შემოარტყეს შენობას, რათა ცენტრში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. როგორც პოლიციამ განაცხადა, შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 7 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ნიღბიანმა პირებმა შენობაში ხელყუმბარები ისროლეს.

"უიესტგეითის" სავაჭრო ცენტრს ხშირად სტუმრობენ მდიდარი კენიელები.