მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს სამხედრო ქალაქის მშენებლობის დასრულებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს სამხედრო ქალაქის მშენებლობის დასრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქის მშენებლობის დასრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე განაცხადა, რამდენიმე ასეულ ოჯახს ბინები უკვე გადაეცა, თუმცა საუბარია რამდენიმე ათასზე და ეს ყველაფერი დასაჩქარებელია.

"პრაქტიკულად შეჩერებულია სამუშაოები, ვისაც თვალები აქვს, თუ თვალებს დავუჯერებთ, ჩვენ ავაშენეთ. რამდენიმე თვის წინ მთავრობის განკარგულებით, მშენებლობა მთლიანად გაჩერდა. მინდა მოვუწოდო პრემიერს და თავდაცვის სამინისტროს, განაახლოს, დაამთავროს ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაშენებდით და გადასცეს მათ, ვისაც ეს ეკუთვნის," – აღნიშნა სააკაშვილმა.