პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ახალი რეგულაციით კანონპროექტში პოლიციელის პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალური გაწერა ხდება, თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში და რა გარემოებაში შეუძლია სამართალდამცველს მოქმედება. 

ცვლილების მიხედვით მაქსიმალურად დაცული უნდა იქნას პოლიციელის უფლებებიც, მათი საქმიანობა კი რეპრესირებულ ქმედებებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვან სიახლეებზე იქნება აგებული და ის თავისი ეფექტურობით აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

"პოლიციელი საზოგადოებასთან პარტნიორობაში უნდა იყოს და ის რეპრესირებულ ქმედებაზე არ უნდა იყოს მიმართული. პრევენციული ღონისძიებების გაწერა ხდება მაქსიმალურად. აქამდე მოქმედი კანონით პოლიციის ღონისძიებები ნაკლებად იყო გათვალსიწინებული. ზოგად ფორმულირებას კი სამართალდამცველები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ის ახალ გამოწვევებს პასუხობს", –აცხადებს ლევან იზორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.