პრემიერი სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს შანსი და ნებისმიერი ზეგავლენისგან გათავისუფლდეს

პრემიერი სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს შანსი და ნებისმიერი ზეგავლენისგან გათავისუფლდეს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს შანსი, რომელიც მას მიეცა და ნებისმიერი ზეგავლენისგან გათავისუფლდეს. 

როგორც ივანიშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა მოქალაქისთვის პატივსაცემი.

"ხელისუფლებებს აქვს ცდუნება, დაიმორჩილოს სასამართლო. ჩვენ კი ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად სწორედ სასამართლოს რეფორმირებით დავიწყეთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სასამართლოს თავისუფლებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვკადრულობთ და არც ვიკადრებთ სასამართლოს საქმეში ჩარევას, დავაკვირდეთ, არის თუ არა სასამართლო ძველი ხელისუფლების გავლენისაგან ბოლომდე თავისუფალი. სასამართლომ უნდა გამოიყენოს შანსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მისცა და გათავისუფლდეს ნებისმიერი ზეგავლენისგან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება პატივსაცემი ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.