სპორტის სასახლეში პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი მივიდნენ

სპორტის სასახლეში პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი მივიდნენ

ბიძინა ივანიშვილის და გიორგი მარგველაშვილის მისვლას დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა.

ამ დროისთვის სპორტის სასახლეში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები უკვე შეკრებილი არიან, ადგილზე იმყოფებიან მინისტრები და აღმასრულებელი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

სტუმართა შორის არიან საზოგადოების ცნობილი სახეები.

გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელიც საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას წარუდგენს, სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვა.