როდესაც ქართული მხარე ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს, ხალხის ერთამენთისგან გაყოფა მიიღებელია

როდესაც ქართული მხარე ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს, ხალხის ერთამენთისგან გაყოფა მიიღებელია

როდესაც ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ცდილობს, ბარიკადები და ხალხის ერთმანეთისგან გაყოფა მიუღებელია , - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიპლომატების, მინისტრისა და შს სამინისტროს წარმომადგნლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, სადაც დიცში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"მაშინ, როდესაც ქართული მხარე ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, ბარიკადირება, ხალხის ერთამენთისგან გაყოფა მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. ასევე, უნდა დავფიქრდეთ იმ ჰუმანიტარულ შედეგებზე, რასაც ეს მოიტანს. ეს საკითხი უნდა შევიტანოთ ჟენევის მოლაპარაკების ყველა განხილვაში. ბარიერების აშენება მიუღებელია, დროთა განმავლობაში ყველა ბარიერი ირღვევა, ბერლინის კედელის მსგავსად", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.