"თუ 9 თვის განმავლობაში მერაბიშვილს ბრალი არ დაუმტკიცდა, მისი გამოშვება მოგიწევთ"

ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და კახეთის გუბერნატორის ადვოკატებმა ბრალდების მხარეს შესთავაზეს, რომ პროცესზე დასაკითხი 3669 მოწმიდან 3500 მოწმე მოხსნან და დანარჩენებიდან ის მოწმეები შეარჩიონ, რომლებიც საქმესთან უშუალოდ კავშირში არიან.

"მოწმეთა 99,9% მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს არ ახსენებს, ამიტომ მოვითხოვ, მოწმეთა რიცხვი შემცირდეს, რადგან პროცესი ძალიან გაჭიანურდება. ასევე მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ თუ 9 თვის განმავლობაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ვერ დაუმტკიცებთ, გამოშვება მოგიწევთ", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.