გიორგი მარგველაშვილის საარჩევენო პროგრამის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გიორგი მარგველაშვილის საარჩევენო პროგრამის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

სპორტის სასახლეში, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან. 

სპორტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დაწყებამდე, მოწვეული სტუმრები რეგისტრაციას გადიან. ღონისძიებას საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოსული დელეგატები დაესწრებიან. სპორტის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან კი, ე.წ. ატსტუპნიკები აქციას მართავენ. 

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული.