საპრეზიდენტო არჩევნებს 16 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი დააკვირდება

საპრეზიდენტო არჩევნებს 16 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი დააკვირდება

ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩიმ განაცხადა.

"მისია საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთო-ს ვალდებულებებსა და დემოკრატიულ არჩევნებისთვის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში შეაფასებს. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო ღონისძიებებს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. გარდა ამისა, მისია სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას. მისია მუშაობის განმავლობაში ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. არჩევნების დღეს დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურებს, ბიულეტინების დათვლას და შედეგების შეჯამებას ყველა დონეზე", - განაცხადა მეკაჩიმ და აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიის ვალდებულება არა არჩევნების განსჯა, არამედ დაკვირვებაა.

მატეო მეკაჩიმ ასევე განაცხადა, რომ წინასწარი შედეგების და დასკვნების შესახებ განცხადება არჩევნების მომდევნო დღეს გაკეთდება.

მისიის საბოლოო ანგარიში საარჩევნო პროცესის შეესახებ კი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 2 თვის შემდეგ გამოქვეყნდება.