ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი რუსი დიპლომატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი რუსი დიპლომატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი, სოხუმში რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ НТВ ავრცელებს. 

НТВ-ს ინფორმაციით, ეროვნებით ჩეჩენი ლაკაევი საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა. ბათუმიდან ის მეგობრების – ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნდარიძის დახმარებით თურქეთში გეგმავდა გადასვლას. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ლაკაევი და მისი მეგობრები პოლიციამ დააკავა. დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი.

ბათუმის სასამართლომ იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი, სოხუმში 9 სექტემბერს, საკუთარ ავტომობილში მოკლეს.