ხატია ძნელაძე გარდაიცვალა

ხატია ძნელაძე გარდაიცვალა

ქუთაისის საავადმყოფოში ხატია ძნელაძე გარდაიცვალა. როგორც "პირველ რადიოსთან" მედპერსონალის წარმომადგენელმა განაცხადა, მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა გოგონა გვიან ღამით დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ხატია ძნელაძეს ზესტაფონის შესასვლელთან "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა.