მთავრობა 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობას გეგმავს

მთავრობა 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობას გეგმავს

საქართველოს მთავრობა 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობას გეგმავს. ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მიერ ერთობლივად მომზადებული პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა და დაამტკიცა. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, 80-დან 60 ამბულატორია თითოეულ მუნიციპალიტეტში, 20 - საზღვრისპირა და პოტენციური კონფლიქტის არეალებში აშენდება, ერთი კი გადაუდებელი დახმარების კლინიკა იქნება და მისი მშენებლობა ტყვიავის ტერიტორიაზე იგეგმება.

"ჩვენი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, იგეგმება 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის დაწყება, საიდანაც ერთი ურეკში მდებარე "ემერჯენსის" ტიპის გადაუდებელი დახმარების კლინიკა იქნება და მისი აშენება ტყვიავის არეში იგეგმება, ვინაიდან პაციენტების დიდ ნაკადს ცხინვალის რეგიონიდან ტრანსპორტირება უჭირთ. თითო-თითო დაწესებულება აშენდება საქართველოს 60-ვე მუნიციპალიტეტის ყველაზე კრიტიკულ წერტილებში, დანარჩენი კი საზღვრისპირა და პოტენციური კონფლიქტის არეალში", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ახალი ამბულატორიების მშენებლობა დაახლოებით რამდენიმე დღეში დაიწყება.