"სამარცხვინო პროცესი"

ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვის წარმოთქმისას დარბაზში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა მოითხოვნას გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადებით პროკურატურის მხრიდან მსგავი შუამდგომლობის დაყენება მეტყეველბს იმაზე რომ საგამოძიებო უწყებას რცხვენია იმის რას დღეს სასამართლო პროსეცებზე ხდება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით უკვე მეორე დღეს რაც პროცესზე უპრეცედენტო რაოდენობის, 4500 მოწმის განცხადების წარმოდგენა ხდება რაც მისივე განმარტებით არცერთ პროცესზე არ მომხდრაა. „ 7, 8 წელი სჭირდება 4500 მოწმის დაკითხვას და ეს პროკურატურამაც იცის რომ ტექნიკუირად შეუძლებელია ამდენი მოწმის დაკითხა, მათ ჩაატარეს სპეცილური აქცია და არ დარჩა არცერთი სოფელი ვინმე რომ არ დაეკითხათ. ეს დაკითხვა იყო საჩვენებელი დასჯა და განცხადება რომ ვინც კი გაეკირება ნაციონალურ მოძრაობას მათ ელოდებათ საფრთხე... მათ გადაწვიტეს დააშინონ ქარველი ამომრჩეველი რადგან ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ეშინიათ „- განაცხადა მერაბიშვილმა. ყოფილი პრემიერ მინისტრის განმარტებით ხელისუფლებას სამარცხვინო პროსეცესი აშინებს და მოუწოდებს პროკურატურას ეყოს სიამაყეს ახლავე მიიღოს გადაწყვეტიელაბა და ახლავე შეამციროს რეალურ ფარგლებამდე მოწმეების სია.