”ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” ცვლილება შევიდა.

”ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” ცვლილება შევიდა.

16 სექტემბერს, 2010 წლის 24 აპრილის მთავრობის დადგენილებაში (#126) - ”ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” ცვლილება შევიდა.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მის მიერ მიღებული ხელფასი არ გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებისას, ვინაიდან წარმოადგენს დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალს.