აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ვასილ ხორავა, ეკონომიკის მინისტრად - ავთანდილ ძაგანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - ქეთევან მაკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრად - დიმიტრი ჯაიანი, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ - დავით გვაძაბია, იუსტიციის
დეპარტამენტის თავმჯდომარედ - გივი კაცია, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესპურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ - ვალერი ბასარია, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად - კონსტანტინე კუჭუხიძე, განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრად - აბესალომ მიქელაძე, ზემო აფხაზეთის საკითხებში ა/რ მინისტრად - მევლუდ ჯაჭვლიანი.
ახალი შემადგენლობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.