ჩოჩელი ხუხაშვილს ბრალს სდებს

ჩოჩელი ხუხაშვილს ბრალს სდებს

ცეზარ ჩოჩელი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაში მთავარ ფიგურანტად პრემიერის მრჩეველს გია ხუხაშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხუხაშვილის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ოთარ ფარცხალაძეა, რომელმაც კარგად იცის ყველაფერი რაც სინამდვილეში ხდება.

"ეს ყველაფერი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა ამას დიდი ხნის ისტორია აქვს. დღეს მე თაღლითობის მუხლით ბრალს მიყენებენ, მაჩვენეთ თაღლითი რომლიც ქარხნებს და საწარმოებს აშენებს, ასაქმებს უამრავ ადამიანს, ქმნის ქვეყნის სახეს. წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე , ბიუჯეტის დაახლოებით 1 % ავსებს..... ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ ეს დაიწყო ხუხაშვილმა და მისი გამგრძელებელი არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. რომელმაც კარგად იცის რა ხდება თუმცა შეგნებულად იმის გამო, რომ გონია რომ რაც მეტ ბიზნესს დაანგრევს მეტ ჯილდოს მიიღებს... მედავებიან იმას რომ წინა ხელისუფლების დროს ვიყავი გუბერნატორი. და დაკავებული ვიყავი ერთი საქმით, ხალხისთვის გამეწია შეღავათი, მომეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა, მაშინ ეს პიროვნება ოთარ ფარცხალაძე შიდა ქართლში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო და მისი საქმე ძირითადად ხალხის გამწარება იყო, ეს კაცი მოგვევლინა დღეს საგამოძიებო სამსახურის უფროსად..." განცხადება ცეზარ ჩოჩელმა "პირველი რადიოს" რადიო კლუბში.