Daily Mail-ის პოსტი 9 წლის ბაჩო წიკლაურზე, რომელიც სოფელ მაქართას სკოლის ერთადერთი მოსწავლეა

Daily Mail-ის პოსტი 9 წლის ბაჩო წიკლაურზე, რომელიც სოფელ მაქართას სკოლის ერთადერთი მოსწავლეა

ბრიტანულმა პორტალმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა პოსტი საქართველოს, დუშეთის რაიონის მთიანი სოფლის მკვიდრ ბიჭუნაზე, რომელიც ერთადერთი მოსწავლეა იქაურ სკოლაში.
იხილეთ ფოტოგალერეა

30 მოსახლიდან სოფელ მაქართაში (დუშეთის რაიონი) მხოლოდ 4 ბავშვია, რომელთაგან 3 მაღალ კლასებში სწავლობს და უახლოეს სოფელში დადის სასწავლებლად.

ბაჩო წიკლაური 9 წლის არის, ყოველ დილით 7 საათზე დგება და სკოლაში წასასვლელად ემზადება. მას სკოლაში მისვლას ვერავინ დაასწრებს, რადგან ერთადერთი მოსწავლეა. ოთახში, სადაც მხოლოდ 4 მერხი დგას, ბაჩო მოთმინებით ელოდება თავის მასწავლებელს, ქალბატონ ლია წიკლაურს.

ფოტოები, რომელიც Daily Mail-მა წარმოადგინა, Roiters-ის ფოტოგრაფმა დავით მძინარიშვილმა გადაიღო. ფოტოგრაფმა რამდენიმე დღე გაატარა ბაჩოსთან ერთად, გაესაუბრა მას, თუმცა ერთადერთი, რაც ბიჭუნასგან შეიტყო, ის იყო, რომ ბავშვი ფოტოაპარატით დაინტერესდა.

ბაჩო რომ გაიზრდება, სკოლა დაიხურება, რადგან სოფელში, მას გარდა, უმცროსკლასელი აღარ არის. ამას ძალიან განიცდის სკოლის ორადორი პედაგოგი, რომლებსაც უმუშევრად ყოფნა უწერიათ. – წერს ბრიტანული პორტალი Daily Mail-ი.