გიორგი მარგველაშვილი დღეს საპრეზიდენტო პროგრამას წარადგენს

გიორგი მარგველაშვილი დღეს საპრეზიდენტო პროგრამას წარადგენს

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა მხარდამჭერებთან სპორტის სასახლეში 17:00 საათზეა დაგეგმილი. 

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც დაესწრებიან.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამა საზოგადოების მხარდაჭერაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეა აგებული.

"ამ პროგრამით მარგველაშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ის იქნება სამაგალითო და საზოგადოებისათვის მისაღები პრეზიდენტი", - განაცხადა კობახიძემ.