შარდენზე წუხელ ორი ადამიანი დაჭრეს

შარდენზე წუხელ ორი ადამიანი დაჭრეს

შარდენის ქუჩაზე, ბარ "იუნიქთან" წუხელ ღამით, ორი პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. დაჭრილებს შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალია.

არსებული ინფორმაციით, სროლა ორ მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა არა მიზანმიმართულად ისროლა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაშავებულებს ტყვია ანასხლეტის შედეგად მოხვდათ. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს, ხოლო დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.