ჩახალიანი პრეზიდენტობის კანდიდატებს მოთხოვნებს უყენებს - ”ჯავახკის” განცხადება

ჩახალიანი პრეზიდენტობის კანდიდატებს მოთხოვნებს უყენებს - ”ჯავახკის” განცხადება

მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვახაგან ჩახალიანი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს. მიმართავს, ჩახალიანმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ყველა კანდიდატს სთხოვს დააფიქსიროს მათი პოზიცია საქართველოში მცხოვრები ერთნიკური სომხების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

”საპრეზიდენტო პროგრამაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს შემდეგი საკითხები მათი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში როგორ მოგვარდება, ენის, განათლებისა და რელიგიური პრობლემების, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სომხებს აწუხებთ” ნათქვამია ჩახალიანის განცხადებაში. ვაჰაგან ჩახალიანის თქმით სომხეური ენას უნდა მიენიჭოს რეგიონალური სტატუსი, ყველა სადაო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს გადაეცეს, გაიხსნას სომხური სკოლები და მიეცეთ უკვე არსებულ სომხურ სკოლებში სომხეთის ისტორიის შესწავლის უფლება.