ვინ შეცვალა თანამდებობაზე ნიკოლოზ რაჭველი და რატომ დატოვა პოსტი

ვინ შეცვალა თანამდებობაზე ნიკოლოზ რაჭველი და რატომ დატოვა პოსტი

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც ბევრი უწოდებდა, წინა მთავრობის ფავორიტ დირიჟორს, ნიკოლოზ რაჭველს პრობლემები შეექმნა.

მოგეხსენებათ, ის ყველა სამთავრობო ღონისძიებაში შეუცვლელი წევრის სტატუსით მონაწილეობდა, გახლდათ ეროვნული მუსიკალური ცენტრის დირექტორი. გარკვეული ხნის წინ ამ ორგანიზაციის საქმიანობით ახალი მთავრობა დაინტერესდა.

ეს გარკვეული სკანდალის მიზეზიც გახდა. მაშინ კულტურის სამინისტროსა და ნიკოლოზ რაჭველს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. ახალგაზრდა დირიჟორს გასართობი შოუებით ზედმეტი გატაცება დაუწუნეს.

იმავე პერიოდში დირიჟორმა ''კვირის პალიტრასთან'' ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი კულტურის მინისტრს მის წინააღმდეგ შეგნებული მიზეზები არ ჰქონდა, მაშინ გურამ ოდიშარია გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა და საკუთარმა თანამშრომლებმა რაჭველის საწინააღმდეგოდ აგორებულ კამპანიაში გამოიყენეს.

იმავე ინტერვიუში რაჭველი დასძენდა, რომ საჭირო იყო, ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არჩევითი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მან იდეის განხორციელება განიზრახა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ამის თაობაზე მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, დღესვე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე თავადვე განმარტა თანამდებობიდან წასვლის მიზეზები.