საქართველოსა და ჩილეს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

საქართველოსა და ჩილეს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩილეს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) გელა სეხნიაშვილი ქ. სანტიაგოში გამართულ ჩილეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანტიაგოში ხელი მოეწერა "შეთანხმებას საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ".

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ჩილეს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა სეხნიაშვილმა და ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალურმა დირექტორმა, ფრანსისკო მარამბიომ.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის შეხვედრები ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან, ფრანსისკო მარამბოსთან, ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, მანუელ ინოხოსასთან და ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორთან, მატიას ფრანკესთან.