მთავრობის კანცელარიის უფროსი საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემების არსებობას უარყოფს

მთავრობის კანცელარიის უფროსი საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემების არსებობას უარყოფს

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემების არსებობას უარყოფს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მთავრობის პირობებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და გაცემული პასუხების რაოდენობა გაიზარდა.
"მხოლოდ 7 უარი გვაქვს ნათქვამი და იმის გამო, რომ აღნიშნული ინფორმაცია კანცელარიაში არ იყო დაცული. სხვა მხრივ, ყველა განაცხადს პასუხს ვცემთ კანონით დადგენილ ვადაში", _ განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს შორის, რომლებსაც საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით შედარებით ცუდი შედეგები აქვთ, მთავრობის კანცელარიაც დასახელდა.