მერაბიშვილის ადვოკატები სასამართლოს შემადგენლობის აცილების საკითხს დააყენებენ

მერაბიშვილის ადვოკატები სასამართლოს შემადგენლობის აცილების საკითხს დააყენებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ადვოკატები პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობის მოითხოვნას დააყენებენ , - ამის შესახებ ქუთაისი საქალქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლოს შემადგენლობის აცილებასთან დაკავშირებით. ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ წინასასამართლო პროცესზე მოხდება მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენა და დამტკიცება.

როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, იმ მოტივით, რომ აღარ არსებობს ვანო მერაბიშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის საფუძვლები და ყველა რისკი მოხსნილია, მოითხოვენ, აღმკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლას.

ვანო მერაბიშვილი, ქუთაისის საქალაქო სასამართლში, საბადრაგო ეკიპაჟმა მიიყვანა.