გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მიმართ რუსეთის მიერ შემუშავებულ გეგმა განიხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მიმართ რუსეთის მიერ შემუშავებულ გეგმა განიხილეს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა, გაეროს უშიშრობის საბჭოს მუდმივმა წევრებმა ნიუ-იორკში სირიის მიმართ რუსეთის მიერ შემუშავებული გეგმა განიხილეს, რომელიც ასადის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო საზოგადოების კონტროლის გადაცემას ითვალისწინებს. დეტალები ჯერ ჯერობით უცნობია, ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და საფრანგეთს ისეთი რეზოლუციის შემუშავება სურდათ, რომელიც სირიის მთავრობას დაავალდებულებდა ყველა პუნქტის შესრულებას, მაგრამ რუსეთი მხარს უჭერს დოკუმენტს ვალდებულებების გარეშე, იმ შემთხვევისათვის, თუ ასადის რეჟიმი ყველა პირობას არ შეასრულებს.

რუსული მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვის გეგმა დღეს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრაზე იქნება განხილული.