გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხმძიმე ქალი დაშავდა

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხმძიმე ქალი დაშავდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხმძიმე ქალი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა მიიღო 31 კვირის ორსულმა.

მათივე ინფორმაციით, ქალბატონი ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.