დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში დღეს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 165-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას კულტურის მინისტრის მრჩეველი ქარუმ წერეთელი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი შალვა ელაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგის საზოგადოების წევრები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ანსამბლ ,,რუსთავის"" კონცერტი, ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, ლიტერატურული ნაწილი, რომელიც მწერლის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა. ღონისძიების დასასრულს გაიმართება დოღი.

საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.