მოლდოვამ რუსულ ემბარგოს უპასუხა

მოლდოვამ რუსულ ემბარგოს უპასუხა

რუსეთს და მოლდოვას შორის დაპირისპირება გრძელდება. ოფიციალურმა კიშინიოვმა რუსეთის მხრიდან მოლდოვური ღვინის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის პასუხად კიშინიოვის აეროპორტის რუსული კომპანიისთვის გადაცემა შეაჩერა.

აეროპორტი რუსულ კომპანია „ავია–ინვესტს“ მთავრობამ 49–წლიანი მართვის უფლებით გადასცა და ინვესტორს ობიექტის მოდერნიზაციაზე 240 მილიონი ევრო უნდა დაეხარჯა. თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მოლდავეთიდან უხარისხობის მიზეზით ღვინის იმპორტი სრულად შეაჩერა, მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის დადგენილების მოქმედებას ვეტო დაადო.