საზმაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდება

საზმაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდება. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბჭოს კანდიდატთა განსახილველად 30 დღე ექნება.

როგორც ცნობილია, სამერვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.