ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მოქმედმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც შვებულებიდან დღეს გამოვიდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

აღნიშნული ფაქტი ერთ-ერთმა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ დაუდასტურა.

„მერმა მელაპარაკა დღეს და მითხრა, რომ განცხადება დაწერა. მეტი არაფერი ვიცი," - ამბობს თოფურიძე.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი თანამდებობაზე მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა. მერის მოვალეობას ვიცე-მერი კოტე ლომიძე ასრულებს.