თომას მელია - აშშ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის

თომას მელია - აშშ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტკიდან წასვლის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავიდანვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა და იგი ამ პირობას ასრულებს.

"რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრის წასვლა შექმნის გარკვეულ გამოწვევებსა და პრობლემებს, თუმცა, დაველოდოთ, ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენთან თანამშრომლობას", - აღნიშნა თომას მელიამ.