სოზარ სუბარი სამინისტროს თანამშრომლებისადმი მიმართვას ავრცელებს

სოზარ სუბარი სამინისტროს თანამშრომლებისადმი მიმართვას ავრცელებს

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს თანამშრომლებისადმი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს.

სოზარ სუბარი მიმართვაში აცხადებს, რომ სამინისტრო პატივს სცემს ყველა ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლებას და მზადაა დაიცვას სამინისტროს თითოეული მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავისუფალი არჩევანის უფლება.

"მოგმართავთ სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, დაიცვათ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შესაბამისად, დაემორჩილოთ არსებულ შეზღუდვებს, კერძოდ:
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნონ სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები და ასევე სამინისტროს სისტემეში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები;
• სამინისტროს თანამშრომელს არ აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი საარჩევნო კომისიაში ან საარჩევნო უბანზე;
• სამინისტროს თანამშრომელს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება ან აგიტაციაში მონაწილეობის მიღება სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს;
• წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან დაპირება;
• სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინების დროს აკრძალულია ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა", - აღნიშნულია სუბარის მიმართვაში.