ახმეტაში

ახმეტაში "ქართული ოცნების" 30-მდე აქტივისტი ბურჯანაძის შტაბს შეუერთდა

ახმეტაში "ქართული ოცნების" 30-მდე აქტივისტი ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა აქტივისტებმა , ახმეტაში, ნინო ბურაჯანაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც კოალიციის ყოფილი მხარდამჭეები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ამეტაში, ზურაბ ზვიადაურის ერთპიროვნული მმართველობის გამო მიიღეს. მათი თქმით, ზვიადაურმა ამეტაში თანამდებობეზე მეგობრები და ახლო ნათესავები დანიშნა.

ამასთან, "ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტები კოალიციასთან გამიჯვნის მიზეზად ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" კოჰაბიტაციას ასახელებენ და ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო.

მხარდამჭერების ნინო ბურჯანაძის შტაბში გადასვლას, "ქართული ოცნების" ახმეტის ორგანიზაცია გამოეხმარა. მათი თქმით, ნინო ბურჯანაძის პარტია, "ქართული ოცნების" აქტივისტებს პარტიის დატოვების სანაცვლოდ ფულს უხდის.