საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ყველა პარტიის აქტივისტს სთხოვს, ხელი შეუწყონ მუქარისა და ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას , ხელისუფლებას კი მიმართავს, ყველა ზომა მიიღოს სიმშვიდის დასაცავად.
ამასთან, აშშ-ის ელჩი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით 16 სექტემბერს ზუგდიდში მიემგზავრება.
"სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
აშშ-ის ელჩის განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.