სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაცემული აგროსესხების სტატისტიკას აქვეყნებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაცემული აგროსესხების სტატისტიკას აქვეყნებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაცემული აგროსესხების სამივე კომპონენტის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, 10 სექტემბრის მონაცემებით, პირველ კომპონენტის ფარგლებში , რომელიც 5000 ლარამდე ოდენობის აგროსესხს ითვალისწინებს, 2685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა და მათ 1 106 478 ლარის ოდენობის სესხი მიიღეს.

მეორე კომპონენტის თანახმად, რომელიც 100 000 ლარამდე ოდენობის სესხს გულისხმობს, მესაქონლეობის, მარცვლეულის წარმოების, მევენახეობის, მეთევზეობის, მებოსტნეობის, მებაღეობის, თევზის გადამუშავების, მეღორეობის, მეფუტკრეობისა და მეფრინველეობის წარმოებისთვის 2474-მა ბენეფიციარმა ისარგებლა და მათზე 49 380 943.00 ლარი გაიცა.

აგროსესხის მესამე კომპონენტით, რომელიც 1 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს გულისხმობს, ღვინის წარმოების, მესაქონლეობის, პროდუქციის შესანახი, რძის გადამუშავების, სამაცივრე მეურნეობისა და მეფრინველეობის დასაფინანსებლად 205-მა ბენეფიციარმა ისარგებლა და მათზე 26 909 916.72 ლარის ოდენობის სესხი გაიცა.