ბოლნისის გამგებლად სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი აირჩიეს

ბოლნისის გამგებლად სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი აირჩიეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს საკრებულომ ალექსანდრა ობოლაძე აირჩია. საკრებულოს სხდომას 13 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც გამგებლის თანამდებობაზე ალექსანდრა ობოლაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

ბოლნისის ახალი გამგებელი პროფესიით იურისტია და დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იურიდიული დახმარების სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ალექსანდრა ობოლაძე აცხადებს, რომ გამგეობაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და მაქსიმალურად შეეცდება, ბოლო დროს ბოლნისის გამგეობასა და საკრებულში განვითარებული მოვლენების გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა მშვიდობიანად დასძლიოს.

გამგებლის არჩევამდე ბოლნისის საკრებულომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარეც აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დღეს დეპუატატებმა მხარი ჯონი ხეცურიანს დაუჭირეს. საკრებულოს სხდომა დღეს მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სხდომას არ დასწრებიან ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ ერაძის მხარდამჭერი დეპუტატები, სხდომას არ ესწრებოდა არც საკრებულოს ყოფილი თავმჯოდმარე მალხაზ ერაძე.