ბარაქ ობამა - სამხედრო ინტერვენეცია შეჩერდება, თუ სირია ქიმიური იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას გადასცემს

ბარაქ ობამა - სამხედრო ინტერვენეცია შეჩერდება, თუ სირია ქიმიური იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენეცია იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ სირია ქიმიური იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას გადასცემს კონტროლისთვის. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეჭვობს, რომ სირიის მთავრობა ამას დათანხმდება.

"მინდა დავრწმუნდე, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების ნორმები შენარჩუნებული იქნება. ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ამ პრობლემის სამხედრო შეტევის გარეშე გადაჭრა, ჩემთვისაც პრიორიტეტულია", - განაცხადა ობამამ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კონგრესმა მხარი არ დაუჭიროს მის გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის თაობაზე.

ამასთან, გუშინ რუსეთმა სირიას მოუწოდა უარი თქვას ქიმიურ იარაღზე და ჩააბაროს ის საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ ეს აშშ-ის მხრიდან სამხედრო იერიშს შეაჩერებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის სენატი სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხს კენჭს ოთხშაბათს უყრის, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში ამ საკითხის განხილვა დროებით გადაიდო.