ფოთში ძლიერი წვიმა და ქარია

ფოთში ძლიერი წვიმა და ქარია

ფოთში ძლიერი წვიმა და ქარია. უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, თუმცა ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფოთის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ჯანაშიამ განუცხადა, ამ დროისთვის დაფიქსირებულია ერთი შეტყობინება, რომელიც სამეგრელოს ქუჩიდან შევიდა.
"მოსახლეობამ მოგვმართა, სანიაღვრე არხში წყლის დონის მომატებასთან დაკავშირებით, რაც ინტენსიური წვიმითაა გამოწვეული. სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და დროულად ხდება წყლის გადატუმბვა. გარკვეული პრობლემა იმ შემთხვევაში იქმნება, როდესაც უხვი ნალექი მოდის და სადგურები წყლის გადატუმბვას ვერ ასწრებს. შეტყობინება, რაიმე ზარალთან დაკავშირებით, არც სამაშველო და არც ჩვენს სამსახურებში, ამ დრომდე არ ფიქსირდება. ყველა დაწესებულება და ობიექტი გამართულად მუშაობს. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ჯანაშიამ.
ამ დროისთვის, ფოთის სანაპიროსთან შტორმის სიმძლავრე 5-დან 6 ბალს აღწევს, რის გამოც ფოთის პორტის მუშაობა სრული დატვირთვით ვერ ხერხდება.