წნორის სამშობიარო კლინიკაში მშობიარე გარდაიცვალა

წნორის სამშობიარო კლინიკაში მშობიარე გარდაიცვალა

წნორის სამშობიარო კლინიკაში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ცირა თავართქილაძის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკის ექიმს, გია მოსულიშვილს ადანაშაულებენ. 
მათი თქმით, პაციენტს საკეისრო კვეთა 12 საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ექიმი მათ არწმუნებდა, რომ პაციენტის სიცოცხლეს სფრთე არ ემუქრებოდა.
ექიმის გია მოსულიშვილის განცხადებით კი, პაციენტის მდომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც პციენტს სისხლდენა დაეწყო. მოგვიანებით ოპერაციაში თბილისიდან ჩასული კატასტროფის ბრიგადის მედიკოსებიც ჩაერთვნენ, თუმცა მშობიარეს გადარჩენა ვერ მოერხდა.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაამტვრიეს ტექნიკა, და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახი ექიმის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
რაცა შეეხება ახალშობილს, ის ამ დროისთვის წნორის კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვის სიცოცლეს, ექიმების თქმით, სფრთხე არ ემუქრება.