დავით უსუფაშვილი:   საპარლამენტო საქმიანობის თვალსაზრისით ძალიან დაძაბული შემოდგომა გველის

დავით უსუფაშვილი: საპარლამენტო საქმიანობის თვალსაზრისით ძალიან დაძაბული შემოდგომა გველის

საპარლამენტო საქმიანობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე და დაძაბული შემოდგომა გველის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საშემოდგმო სესიაზეც საკმაოდ ბევრი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხია განსახილველი. 

"განსახილველი გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე, დასასრულებელია მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე, მათ შორის პოლიციის შესახებ სრულიად ახალ კანონპროექტზე, ასევე, ბოლო დღეებში 60-მდე ახალი ინიციატივაა დარეგისტრირებული და კიდევ 100-ზე მეტია მოსალოდნელი უახლოეს 10 დღეში. ეს არის 160 კანონის პაკეტი, რომლის მიღება აუცილებელია იქამდე, სანამ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება შევა ძალაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.