ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს

ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება. 

თითქმის ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ ხარატიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს კვალიფიციურმა პარტიამ "ეროვნულმა დემოკრატებმა" ედპ-ის მხარდაჭერით წარადგინა.

"გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მივმართო სამოქალაქო ურთიერთობის აღდგენისა და საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, რათა ჩვენი ეროვნული ენერგია მთლიანად მოვახმაროთ ქვეყნის შენებასა და კეთლდღეობას", - განაცხადა ხარატიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადით ხარატიშვილი ცსკ-ს ხვალ მიმართავს.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას, ამ საკითხზე კონსულტაციები ისევ გრძელდება.