აშშ, დიდი ბრიტანეთის უარის მიუხედავად, სირიაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს

აშშ, დიდი ბრიტანეთის უარის მიუხედავად, სირიაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს საათებში წარუდგენს კონგრესის ხელმძღვანელობას დაზვერვის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე. 

დაზვერვის სამსახური ასევე ამზადებს მოხსენებას, გასულ კვირას დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მათი განმარტებით,არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები და ქმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა.

აშშ ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას, რომ კვლავინდებურად აპირებს სირიის წინაამდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, მასში დიდ ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშც.

აშშ გააგრძელებს კონსულტაციებს დიდ ბრიტანეთთან, თუმცა პრეზიდენტი ობამა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.

ობამა მიჩნევს, რომ სირიის კონტლიქტში დაირღვა ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო ნორმები და შესაბამისმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწიეობაზე უარი განაცხა