დიდი ბრიტანეთი: სირიის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება შეუძლებელი გახდა

დიდი ბრიტანეთი: სირიის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება შეუძლებელი გახდა

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დიპლომატიური ძალისხმევით შეჩერება შეუძლებელი გახდა და დიდი ბრიტანეთი ფიქრობს დამასკოში განხორციელებულ შეტევაზე სხვა სახის რეაგირება მოახდინოს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა.

ჰეიგმა ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს და შესძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, გაეროში ერთიანი მხარდაჭერის გარეშე.

მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭომ, რომლის შიგნითაც სირიის საკითხზე განხეთქილებაა, ვერ შეძლო საკუთარი მოვალეობის შესრულება.

ქიმიურმა შეტევემ დამასკოს გარეუბანში, რომელიც 14 აგვისტოს მოხდა, სავარაუდოდ, 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოს არ წარუდგინეს არავითარი მტკიცებულება, რომ ქიმიური იარაღი სირიის ხელისუფლებამ გამოიყენა.

შემთხვევის ადგილი დღეს გაეროს ინსპექტორებმა უნდა დაათვალიერონ, რომლებიც შეეცდებიან წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები ადგილზე მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ. გაეროს ინსპექტორების ადგილზე გასვლა მათი კოლონის მისამართით სნაიპერის მიერ გახსნილმა ცეცხლმა შეაფერხა.

დასავლეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გაეროს ინსპექტორებს რეალურად ხელს დამასკოს ხელისუფლება უშლის, რომელიც ელოდება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენბის კვალი განადგურდება ან ბუნებრივი გზით გაქრება.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას, რომელიც 2011 წლის მარტში დაიწყო, 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.