"სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავენ"

არის ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მოახერხებს, უკიდურესად დაძაბოს ვითარება, მოხდება ის, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. ამის შესახებ გაზეთი "ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, იგეგმება სამი სერიოზული ფიგურის გატაცება, აქედან ორი ბანკირია, ერთი კი ბიძინა ივანიშვილის კარზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა.

"ალიას" წყაროს ცნობით, ამ საქმეში "ნაცების" ფარული ხელი ფიგურირებს.

"როგორც გითხარით, მუშავდება ორი ბანკირისა და ერთი პოლიტიკოსის გატაცების გეგმა, თითქოსდა ფულის გამოძალვის მიზნით, სინამდვილეში კი ამ ფაქტს სიტუაციის ასარევად და ახალი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ. ეს იქნება არეულობის დასაწყისი, რომელიც ისევ "ნაცების" სპეცჯგუფების ხელით მოხდება. მათი გეგმის მიხედვით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას 90-იანი წლების იმიტაცია და "ბეზპრედელი" თუ დაიწყო მტრისას",- აცხადებს წყარო.

"ალიას" წყაროს მტკიცებით, გააქტიურებულია ნიკა რურუას დაჯგუფება, ასევე არის ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს პარტიზანებთან.

"თბილისში უკვე საუბრობენ ძველი მხედრიონების დაბრუნებაზე, რომლებიც წინა მთავრობის დროს სააკაშვილის ხელისუფლებას გაექცნენ და მიმალვაში იყვნენ. რას შეჰპირდნენ უცნობია, მაგრამ ინფორმაცია მათ დაბრუნებაზე, არსებობს. მეორეს მხრივ, საუბარია, რომ აქტიურობს კოდუას კლანი, ეს დაჯგუფებები ძლიერდებიან და ქვეყანას რომ ხეირს არ მოუტანენ, ცხადია",- აცხადებს წყარო.

ამასთან გაზეთი იუწყება, რომ მკითხველი დამატებით დეტალებს "კვირის ქრონიკის" ორშაბათის ნომერში იხილავს.